EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/12/2024 22:12:17
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/peace_prize/p_application_form/
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ონლაინ ფორმა ჩამოთვლილი დანართებით 2022 წლის 1 ნოემბრის 18:00 საათამდე.

კონკურსანტმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადი (იხ. ზემოთ),  შემდეგ დანართებთან ერთად:  

1. საკონკურსო კატეგორიისათვის სტატია (ა), სიუჟეტი (ბ),  საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი (გ), ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი (დ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი (ე), საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი (თ) ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

ნაშრომის ელექტრონული ფაილი (ბმული) ავტორის სახელის, გვარის და საკონკურსო კატეგორიის მითითებით;

ბმული, ფოტომასალა ან  “სქრინშოთი” ნაშრომის  ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში გამოქვეყნების  დასტურად.

2. საკონკურსო კატეგორიისთვის(აუდიო ან აუდიოვიზუალური) სიუჟეტი (ბ), საგამოძიებო სიუჟეტი (გ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი(ე), საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი (თ) ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

სიუჟეტის ელექტრონული ფაილი ავტორის სახელის, გვარის და საკონკურსო კატეგორიის მითითებით; დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს შესაბამისი ბმული. თუ სიუჟეტი ინტერნეტში არ არის განთავსებული, კონკურსანტმა ის YouTube-ზე უნდა ატვირთოს და გამოგზავნოს შესაბამისი ინტერნეტ მისამართი ან ბმული;
სიუჟეტის სკრიპტი.
ბმული, ფოტოასლი ან  “სქრინშოთი” რომელიც ასაბუთებს, რომ სიუჟეტი  სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში განთავსდა კონკურსში მოთხოვნილი ვადების შესაბამისად.
3.  საკონკურსო კატეგორიისთვის დოკუმენტური ფოტო

ფოტო მაღალი რეზოლუციით  .jpg ფორმატში. ფაილის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია; ფოტოს არ უნდა ჰქონდეს საგანგებო ნიშნები, ლოგოები, სახელები ან ჩარჩო; დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტებს შეუძლიათ წარადგინონ მუდმივი ელექტრონული ბმულები, თუ ეს შესაძლებელია, ან ატვირთონ ფაილები Flickr- ზე და წარადგინონ ბმული;

ფოტოს მოკლე აღწერა (მაქს. 250 სიტყვა) და იმ ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემის სახელწოდება, რომელშიც ფოტო გამოქვეყნდა;

ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში გამოქვეყნებული ფოტოს ასლი ან ,,სქრინშოთი“, რაც ასაბუთებს, რომ ფოტო გამოქვეყნდა.  

4. საკონკურსო კატეგორიაში საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი

ავტორმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში აკრედიტირებული კერძო ან სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში) – შეტანისას კონკურსანტებმა უნდა იხელმძღვანელონ იმავე წესებით, რომელიც სხვა კატეგორიებს ეხება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში თამარ მიქაძე – პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
ნინო გერზმავა – პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.
nino@iwpr.net