EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 16:04:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/1627/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) გასული წლის მოვლენების წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

30.07.2009
ევროკავშირის სადამკვირვებელო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ გასული აგვისტოს მოვლენების წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით ყველა მხარეს მოუწოდა გამოიჩინოს ის სიტყვიერი და ქმედებითი თავშეკავება, რაც შესაძლოა პროვოკაციულად ჩაითვალოს. მან აღნიშნა:

„ამ უაღრესად მგრძნობიარე დროს გადამწყვეტია, რომ ყველა მხარემ თავშეკავებულობა გამოიჩინოს და არ მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც პროვოკაციად შეიძლება ჩაითვალოს. არავის ინტერესში არ შედის სიტუაციის პროვოცირება ახლა. რიგ ინციდენტებს ადგილი ქონდა ამ ბოლო დღეებში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) აგრძელებს ადგილზე მონიტორინგს და შემთხვევათა  ჩვეული ამომწურავობით, პროფესიულად და გაწონასწორებულად გამოძიებას; იგი ასევე აგრძელებს  ყველა მხარესთან მუშაობას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.