EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 11:04:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/1805/?year=2009&month=12
 
 უკან

ძალების პირვანდელი გასვლის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაიცვას ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები პერევის საგუშაგოდან

11.12.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაიცვას ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პერევის საგუშაგო ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა გადაიტანოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა, განაცხადა:

“ერთი წლის წინ, ევროკავშირთან გამართული დისკუსიების შემდეგ, ჩვენ მივესალმეთ რუსეთის ძალების პერევის საგუშაგოდან გასვლას, სადაც მათი ქმედება ადასტურებდა ჩვენ მუდმივ შეხედულებას, რომ საგუშაგო ნამდვილად თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

სამწუხაროდ, ამის შემდგომ მალევე, რუსეთის ძალები კვლავ დაბრუნდნენ და დღემდე იმყოფებიან თავდაპირველ ადგილას. ეს ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევაა. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეძლებს თავისი ვალდებულებების შეასრულებას.”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  რუსულ მხარეს შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული პირობების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ძალების გასვლის შემთხვევაში, აღნიშნული ტერიტორიის თანმიმდევრული გადაბარება მოხდება.

საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24