EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/04/2024 06:04:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/210/?id=106&m=9&lid=1&action=edit
 
 უკან

რუსული დანაყოფები დაბრუნდნენ პერევის საგუშაგოზე

16.11.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ რუსული დანაყოფები პერევის საგუშაგოზე დაბრუნდნენ. ეს ქმედება, 14 ნოემბერს, ნიცაში ჩატარებულ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე გამართულ განხილვებს მოსდევს, რომლის დროსაც ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გასულ შაბათ-კვირას, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხრეთ ოსური ძალების განთავსებამ გაზარდა დაძაბულობა, რამაც კვირის განმავლობაში ბევრ ადამიანს სოფლის დატოვება აიძულა.

ევროკავშირი დაჟინებით აცხადებს, რომ პერევის საგუშაგო, ისევე როგორც სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მდებარეობს და იგი უნდა დატოვონ როგორც რუსულმა, ასევე ოსურმა შენაერთებმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ რუსული შენაერთების დაბრუნება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სიტუაციის გაუმჯობესებას.