EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 11:04:30
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2133/?year=2010&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება დაკავებულთა განთავისუფლებას და იმედოვნებს რომ ეს არის სხვა დაკავებულების განთავისუფლების დასაწყისი

13.05.2010
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება სამი ქართველი ტყის მჭრელის დღევანდელ განთავისუფლებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ. მისია იმედოვნებს, რომ ეს არის დასაწყისი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციული მიზეზის გამო ყველა დაკავებულის განთავისუფლებისა. ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ.

მომავალში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დაკავებისა ადმინისტრაციული საზღვრის არაგანზრახ გადაკვეთის შემთხვევაში.     







საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ჯოანა ზებერი  + 995 91 22 70 46