EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/04/2024 22:04:18
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2304/?year=2010&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს პოტენციურად მადესტაბილიზირებელი ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა დღეს ხურჩის ახლოს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

25.09.2010
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია პოტენციურად მადესტაბილიზირებელი ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა 24 სექტემბერს ხურჩის ახლოს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მოვიდა შეტყობინება, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი მიკროავტობუსიდან და საქონელი ჩამოართვეს. საქართველოს პოლიციის განსაკუთრებული დანიშნულების განყოფილების თანამშრომლები გამოეხმაურნენ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების თხოვნას. ოთხი რუსი მესაზღვრე  დაკავებულ იქნა  ქართული პოლიციის მიერ და გადაიყვანილ იქნა სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ზუგდიდში.

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დისკუსიების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით რუსი მესაზღვრეები გაათავისუფლეს და ამჟამად ვითარება არის მშვიდი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულები იყვნენ ხურჩაში და მოწვეულნი იყვნენ რუსების მიერ, რათა ეხილათ ის ადგილი, სადაც მათი მტკიცებით, მოხდა დაკავება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ასევე ესწრებოდა რუსი მესაზღვრეების შემდგომ გათავისუფლებას. მისიამ შეძლო საუბარი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ამ ინციდენტის მსვლელობისას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აქამდე ვერ განსაზღვრა მომხდარი ინციდენტის  ზუსტი ადგილმდებარეობა, თუმცა ცხადია, რომ ეს იყო ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან.

დღევანდელი შემხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის მიუხედავად, მას ჰქონდა სერიოზულ ინციდენტში გადაზრდის პოტენციალი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ ინციდენტს შესაბამისად განიხილავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 8 ოქტომბერს გალში შეხვედრაზე. ქართული მასმედიის ზოგიერთი წყაროს აგრესიული დამოკიდებულება რუსი მესაზღვრეების მიმართ, როგორც ეს ტელევიზიით იყო ნაჩვენები, მიუღებელია; მათ აქვთ უფლება დაცულები იყვნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ განაგრძონ თავშეკავების გამოჩენა და მიიღონ ზომები, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.