EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/10/2019 00:10:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2316/?year=2010&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შიდა ქართლის რეგიონში სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებულ განცხადებებს შეისწავლის

01.10.2010
29 სექტემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში, ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და კორდში "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" თაობაზე  გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ სოფლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ჯგუფები გააგზავნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნული ადგილები მოინახულეს.

ამ დროისათვის დიცში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სადამკვირვებლო ჯგუფებმა მიწაში ჩამაგრებული 4 თვითნაკეთი ფოლადის ნიშნული აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს "სადემარკაციო" საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების პოვნა სხვა ადგილებში. სიტუაცია კვლავ მისიის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცალმხრივ დემარკაციაზე მიმართული პოლიტიკის ნაწილი, აღნიშნული ქმედებები მიუღებელი იქნება, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.