EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/04/2024 06:04:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2523/?year=2011&month=11
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მეცხრე შეხვედრა გაიმართა

04.02.2011
პარასკევს, 4 თებერვალს ერგნეთში სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამიართა რიგით მეცხრე შეხვედრა. შეხვედრა შედგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მხარდაჭერით.
 
მონაწილეებმა განიხილეს 2010 წლის დეკემბრის ბოლო შეხევდრის შემდგომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მომხდარი ინციდენტები. დაკავების კონკრეტული ფაქტები დაასახელეს, როგორც საქართველოს ასევე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა. ასევე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის უზრუნველყოფის საკითხი. შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო მუშაობა ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთი პუნქტების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხზე, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

ასევე, წამოიწია სახედრო განლაგების გამჭვირვალობის საკითხი ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ საკითხებზეც, რომლებიც განხილული იყო წინა შეხვედრებზე.

შეხვედრამ კონსტრუქციულ და დადებით ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გაიმართება ერგნეთში 11 მარტს.