EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 02:04:27
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2612/?year=2011&month=11
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დვანში მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

08.04.2011
2011 წლის 7 აპრილს, დვანში სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გამიართა. შეხვედრა შედგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მხარდაჭერით.

მონაწილეებმა მიმოიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დაკავებულებთან დაკავშირებით გამოსავალის მოძებნის საკითხი. წამოიწია ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ ოჯახის წევრთა საფლავების მონახულება. აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით ასევე განიხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ეკლესიებისა და სასაფლაობის ხელმისაწვდომობის საკითხები.  განხილული იყო რიგი ორგანიზაციული და პროცედურული საკითხებისა.

შეხვედრამ საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 5 მაისს გაიმართება.


საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი  + 995 91 227 046