EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/04/2024 16:04:29
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2626/?year=2011&month=11
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დვანში მეთორთმეტე შეხვედრა გაიმართა

06.05.2011

2011 წლის 5 მაისს, დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეთორთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო თავმჯდომარეობდნენ.

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, მათ შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მომხდარი დაკავებები. გარდა ამისა, მონაწილეებმა სამხრეთ ოსეთიდან დამსწრეებს სამების მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ არსებული ნაღმების ამოღებასთან დაკავშირებით მისაღები ზომების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, შესაბამის მიდამოებში სასოფლო სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის საკითხიც დაისვა.  რეგიონში მომუშავე ფერმერებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა. ეუთოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ზონკარის წყალსაცავთან დაკავშირებული პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრამ საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ შეხვედრას 2011 წლის 17 ივნისს გამართავენ.