EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 08:04:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2637/?year=2011&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს 18 მაისის სერიოზული ინცინდენტის გამო და საგანგებო შეხვედრას ატარებს

19.05.2011

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს 18 მაისის სროლების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს და რომლის დროსაც საქართველოს ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. დაჭრილთაგან ერთ- ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მას შემდეგ რაც მისიას შეატყობინეს ინცინდენტის შესახებ, ინფორმაციის შესაგროვებლად, ადგილზე გაგზავნილ იქნა პატრული. ასევე, დვანში მოწვეულ იქნა საგანგებო შეხვედრა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, რუსეთის ფედერაციის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო  ხელისუფლების მონაწილეობით. შეხვედრაზე ჩვენ მივესალმებით საქართველოს  ოთხი მოქალაქის განთავისუფლებას, რომლებიც გუშინდელ ინცინდენტთან დაკავშირებით დააკავეს და ასევე იმ ერთი მოქალაქის განთავისუფლებას რომელიც რამოდენიმე დღის წინ იყო დაკავებული.

ვინაიდან ინცინდენტის გარშემო არსებული გარემოებები გაურკვეველი რჩება, მისია მაქსიმალურად შეეცდება შეაგროვოს ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საქმის შესაძლო განვითარებიდან გამომდინარე, მომდევნო დღეებში, შესაძლოა მოვიწვიოთ შემდგომი შეხვედრები .

__________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
 იოანნა ჟებერი +995 91 227 046