EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
18/11/2019 06:11:09
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2693/?year=2011&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კომენტარები 2011 წლის 18 მაისს მომხდარ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით

25.05.2011
18 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი სერიოზული ინციდენტის შემდეგ, რომლის შედეგადაც სამოქალაქო მოსახლეობა დაზიანდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგროვებს ინფორმაციას თვითმხილველებისგან, ადგილობრივი  მოსახლეობისგან, ადგილობრივი პოლიციისა და სამედიცინო პერსონალისგან, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს არსებული შეუსაბამობები და წინააღმდეგობები. რაც შეეხება ძირითად პუნქტებს, ცხადია, რომ საქართველოს ორი მოქალაქე იყო მძიმედ დაჭრილი, ერთის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება თავად სროლას, მისიამ აქამდე ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთის მიერ წარმოდგენილ ვერსიას იმის თაობაზე, რომ მათი პატრულირებაზე მყოფ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი თავს იცავდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხედველობაში მიიღო საქართველოს მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები ამ ინციდენტთან დაკავშირებით. "ცხელი ხაზის" მეშვეობით მისიას რეგულარული კავშირი ჰქონდა  რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან და  სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. მისიამ ასევე მოიწვია და ორგანიზება გაუწია დვანში 19 მაისს საგანგებო შეხვედრის ჩატარებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მისია გააგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარების მიუხედავად, ეს ინციდენტი ხაზს უსვამს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე  სამოქალაქო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. ეს საკითხი დაისმევა შეხვედრაზე, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 17 ივნისს გაიმართება.



საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი  + 995 91 227 046