EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/06/2024 08:06:50
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/2777/?page=2&year=2011
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აღმოუჩენია 26 აგვისტოსთვის პროვოკაციული სამშვიდობო მარშის მომზადების არანაირი მტკიცებულება

25.08.2011
ბოლო დღეებში არსებობდა რიგი განცხადებებისა და ინფორმაცია რომ  ხვალ, 26 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად პროვოკაციის გამოსაწვევად ე. წ. "მშვიდობის მარში" გაიმართება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სერიოზულად ეპყრობა ნებისმიერ მოვლენებს, რომელსაც შეიძლება ქონდეს უარყოფითი ზეგავლენა სტაბილურობაზე ადმინისტრაციულ საზღვართან და ზედმიწევნით აკვირდებოდა სიტუაციას დამატებითი პატრულირებისა და სხვადასხვა საკონტაქტო პირებთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საუბრების საშუალებით. დღემდე მისიას არ აღმოუჩენია არანაირი მტკიცებულება 26 აგვისტოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაგეგმილი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შესახებ.

მისია მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს დაძაბულობის გამომწვევი ნებისმიერი განცხადებებისა ან ქმედებებისგან.

საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი  + 995 91 227 046