EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/05/2024 15:05:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3159/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით და მზადაა დახმარების უზრუნველსაყოფად

28.05.2012

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს 28 მაისს გალში მომხდარ კიდევ ერთ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც სროლის შედეგად ორი პოლიციელის და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი სახის აუცილებელი დახმარება, მათ შორის გააგზავნოს ფაქტების მოკვლევის ჯგუფი.

ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მათ მხოლოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლიათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდის, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ განაგრძოს თავისი ყოველდღიური ცხოვრება გალის რეგიონში.