EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/05/2024 22:05:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3302/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თვალს ადევნებს მოვლენებს საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე

30.08.2012

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ევროკავშირის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისია ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამძიმარს გამოთქვამს ოპერაციაში ჩართული ქართული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით.

"მისიის ყველა თანამშრომლის, ისევე როგორც პირადად ჩემი სახელით, ვიზიარებ სამართალდამცავი ორგანოების დაღუპული თანამშრომლების ოჯახების ღრმა მწუხარებას" - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა.