EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/05/2024 13:05:01
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3328/?year=2012&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

19.09.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც ამ განსაკუთრებით რთულ პერიოდში, შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. მოცემულთან დაკავშირებით ელჩმა განაცხადა:

"ამ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. ამ პერიოდში ვითარების გაუარესება არავის ინტერესში არ შედის."

მოცემულ მომენტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ საკითხებსა და ქმედებებზე დაკვირვებას, რომლებმაც შეიძლება პროვოკაცია გამოიწვიონ. ამავდროულად, დაძაბულობის შესამცირებლად, მისია "ცხელი ხაზის" მეშვეობით მუშაობას ყველა მხარესთან აგრძელებს. ჩვენ მიზნად რჩება ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.