EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/03/2021 21:03:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36727/?year=2020&month=11
 
 უკან

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში

22.01.2020

22 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი სტეფ ბლოკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში.

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ქეით ფიერონი მიესალმა ბ-ნ ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ ი სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფელ ოძისში. ქ-მა ფი რონმა მიმოიხილა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები, სადაც ხაზი გაუსვა მისიის ხელშეწყობით ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, ადგილზე უსაფრთხოების დასარეგულირებლად.

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი გაწეული მუდმივი წვლილისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის დროს ბ-ნი ბლოკი ასევე შეხვდა მისიაში მომუშავე ნიდერლანდელ დამკვირვებლებს და მადლობა გადაუხადა მათ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ზოგადად, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დადებითად შე ფა სა მისიის განუწყვეტელი ძა ლისხმევა მონიტორინგისა და ანგარიშგების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ასევე მოიცავს მისიის მიერ ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებ ას . ბ-მა ბლოკმა დაამატა:

”მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებით და მის გავლენით ადგილზე მყოფ მოსახლეობაზე . ამ რიგად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი როგორც სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის შესრულებაში და კონფლიქტ ის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში. ”

 

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ქეით ფიერონი, მიესალმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაცია ოძისში

ქ-მა ფი რონმა მისიის სხვა წევრებთან ერთად მიმოიხილა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები

ბ-ნი ბლოკი საუბრობს მისიაში მომუშავე ნიდერლანდელ დამკვირვებლ ებთან