EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
30/11/2020 12:11:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36767/?year=2020&month=8
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

16.03.2020

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი. მარეკ შჩიგელი დღეს ჩამოვიდა თბილისში და შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

 

„მე მოხარული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით და ამ პროფესიონალთა გუნდის გაძღოლით. ჩვენი დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი კვირაში 7 დღე, დროდადრო რთულ პირობებში და გამოხატავენ მანდატის შესრულების მზადყოფნას. ჩემთვის პატივია შევუერთდე მისიას და ვიყო ევროკავშირის საქართველოში და ზოგადად რეგიონში ჩართულობის ნაწილი“, თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჩამოსვლისას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ, 2020 წლის 11 თებერვალს დანიშნული მარეკ შჩიგელი დიდი გამოცდილების მქონე პოლონელი დიპლომატია. დანიშვნამდე ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების წარმოქმნადი გამოწვევების ელჩად და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორად მუშაობდა, უფრო ადრე კი პოლონეთის ელჩად რუმინეთში.

ელჩ შჩიგელს გააჩნია აკადემიური განათლება საერთაშორისო ურთიერთობებში, საჯარო და საერთაშორისო სამართალში.