EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/05/2022 01:05:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36788/?year=2020&month=12
 
 უკან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმდჯდომარეთა პრეს კომუნიკე

18.04.2020
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმდჯდომარეთა პრეს კომუნიკე
 
 ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანადავმჯდომარეები, ვუბრუნდებით 31 მარტის ჩვენს განცხადებას და გაეროს გენერალურ მდივან გუტიერესის მოწოდების შესაბამისად მტკიცედ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოალაპარაკებების ყველა მონაწილეს გვერდზე გადადონ ყველა განსხვავება,  და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელთაც დაძაბულობის ზრდის გამოწვევა შეუძლიათ.  

ყურადღება უნდა იყოს მიმართული თანამშრომლობისკენ, რეგიონში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ და COVID-19-ის პანდემიის საფრთხის წინააღმდეგ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ დღეს მოხსენებული ნიშნების აღმართვა, როგორც მოსალოდნელია ხელს შეუწყობს ადგილზე დაძაბული გარემოს შექმნას და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროებისგან განშორებას.

 COVID-19-ის დღეს არსებული გამოწვევის დროს, რომელიც მოითხოვს ერთიან მიდგომებს და თანამშრომლობას, ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მონაწილის მიმართ, თავი აარიდონ პროვოკაციულ ქმედებებს და ყურადღება გაამახვილონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარებაზე.

იხილეთ აქ