EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/12/2024 13:12:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36819/
 
 უკან

მისიის განცხადება 26 აპრილს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის საპირისპიროდ

21.05.2020

20 მაისს, სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში, რომელშიც მთავარი აქცენტი საქართველოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზეა გაკეთებული, არაზუსტად და მცდარად აისახა 26 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ცრუ ცნობებს, რომელიც მისიის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის მორიგ მაგალითს წარმოადგენს და ვაცხადებთ:

26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებებს "კერძო ავტომობილების" შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები წარმოადგენდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს.

სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა, რაც ჩვენი თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ  სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში პატრულირებისას, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულად მისაწვდომია.

სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა  და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად  აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს.

ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  შეხვედრებზე, ჯერ კიდევ 2014 წელს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი.