EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/09/2020 17:09:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36826/?year=2020&month=6
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

26.06.2020
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი 25 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა. 

რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოების ვითარების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ჩათვლით. მისიის ხელმძღვანელმა გამოიყენა შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის და ინციდენტთა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს როგორც მნიშვნელოვან საშუალებებს სტაბილურობისთვის და ნდობის აღდგენისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მისიამ მოახერხა მუდმივი სადამკვირვებლო ფუნქციონირების შენარჩუნება  ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ჯანდაცვის და უსაფრთხოების ზომების დაცვით. 

ბატონმა ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე, ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არსებობის მნიშვნელობაზე და გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის გაძლიერებაში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის. 



მისიის ხელმძღვანელმა გამოიყენა შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის და ინციდენტთა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს


ბატონმა ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე, ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არსებობის მნიშვნელობაზე


შეხვედრა მიმდინარეობს