EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/04/2024 22:04:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36834/
 
 უკან

მისიის განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაკავებას და სროლის სავარაუდო ინციდენტის შესახებ

12.07.2020
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ადასტურებს გუშინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და ცეცხლსასროლი იარაღით სავარაუდო დაჭრასთან დაკავშირებით, მის მიერ მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ გამოყენებას.

მისია დღის განმავლობაში ხელის უწყობდა შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დეტალურად დააკვირდება, სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავებას.

ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც ნდობის აღდგენის და მუდმივი დიალოგის პლატფორმის სწრაფად განახლების მნიშვნელობა.