EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 15:04:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36912/?year=2020&month=8
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში: მისიის მანდატი გაგრძელდა და ბიუჯეტი შეთანხმდა

18.12.2020
2020 წლის 3 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ გააგრძელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე. მან ასევე გამოყო 44.8 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის.

ეს გადაწყვეტილება პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან მისიის სტრატეგიულ მიმოხილვას მოჰყვა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სამოქალაქო მისია, რომელიც 2008 წლის სექტემბერში განლაგდა, რუსეთს და საქართველოს შორის აგვისტოს ომის დამასრულებელი,  ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ის ხელს უწყობს სტაბილიზაციას, ნორმალიზებას და ნდობის აღდგენას კონფლიქტის მხარეებს შორის.

200 ევროპელ სამოქალაქო დამკვირვებელზე მეტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში აფასებს მხარეთა ქმედებებს. მათ შორის სრულ შესაბამისობას ექვს პუნქტიან შეთანხმებასთან და შემდგომი შესრულების ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე. მისია ასევე წარმოადგენს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანგარიშგებას, ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელი სტრუქტურებისთვის, საქართველოსთვის მისაღები მდგრადი გადაწყვეტილების დასახმარებლად.

2020 წლის მარტიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც აქვს სათაო ოფისი თბილისში და ასევე რეგიონალური ოფისები გორში, მცხეთაში და ზუგდიდში ელჩი მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.