EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/07/2022 03:07:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36942/?year=2021&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ლაშა დარსალიას

05.02.2021
05.02.2021 წელი 

2021 წლის 5 თებერვალი - ხუთშაბათს, 4 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში (EUMM), ელჩი მარეკ შჩიგელი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ლაშა დარსალიას. 

მისიის ხელმძღვანელმა და მინისტრის მოადგილემ განიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლება 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მყოფ ერთადერთ საერთაშორისო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის როლს და მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროკავშირის დამკვირვებლებს ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები კონფლიქტით დაზარალებული თემების მდგომარეობაზე. 

ამასთანავე, მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს ადგილზე ყოფნას COVID-19 პანდემიის მიუხედავად. 

მათ ასევე განიხილეს ჟენევის დამდეგი საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM). მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად მიმართავენ კონკრეტულ ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება მალე მოიწვიონ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 98-ე შეხვედრა. 


მისიის ხელმძღვანელმა და მინისტრის მოადგილემ განიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლება 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე