პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

09.02.2021
8 თებერვალი, 2021 წელი-  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი დღეს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს. 

მისიის ხელმძღვანელმა თავმჯდომარეს დანიშვნა მიულოცა და აცნობა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს ადგილზე მუშაობას COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად. თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა მისიის წვლილს ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებაში. 

მათ ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა და დაკავების შემთხვევები. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცვლის დროს, მისიის ხელმძღვანელმა აცნობა თავმჯდომარეს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, მიმდინარეობს კონკრეტული ერთობლივი მოქმედებები ერგნეთის 98-ე შეხვედრის მოსაწვევად.  


შეხვედრის პროცესში

Follow us on social media