EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/05/2022 01:05:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36953/?year=2021&month=11
 
 უკან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას

01.03.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად პირველად ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და შეუერთდა მას ხურვალეთის რაიონში საველე ვიზიტის განმავლობაში.

სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორამცია იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელიც აქვს ‘ბორდერიზაციის’ მახასიათებლებს, როგორიცაა მავთულხლართებიანი ღობეები და სათვალთვალო კოშკები, გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანის სხვა უფლებებზე.  

გარდა ამისა, მისიის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს იმ კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ თემებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ უდგება წინ, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა COVID-19 პანდემიის შედეგად.

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელმა საფუძვლიანად გააცნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუშაობისა და უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის შესახებ. 

განხილვები ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს, როგორც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ნაწილს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის მნიშვნელობას სტაბილურობის შენარჩუნებასა და ნდობის აღდგენაში.
ევროპული საბჭოს ბოლო პრეზიდენტი რომელიც 2015 წლის ივლისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია ვიზიტით იყო დონალდ ტუსკი: https://eumm.eu/en/press_and_public_information/features/5244/

ზოგადი ინფორმაცია:

ევროსაბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და მისი მუშაობის წარმართვის გარდა, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლობას სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოქმედებას და უზრუნველყოფს მის ერთიანობას, თანმიმდევრულობას და ეფექტურობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ირჩევს ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით, 2.5 წლის ვადით, რომელიც განახლდება ერთხელ.

შარლ მიშელმა პირველი ვადა 2019 წლის 1 დეკემბერს დაიწყო.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.consilium.europa.eu/en/european-council/president/role/




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგ ელმა ევრო პული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უმასპინძლა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სა საზღვრო ხაზის გასწვრივ ხურვალეთის რაიონში ვიზიტის ას


სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი ‘ბორდერიზაციის’ მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა მავთულხლართები ანი ღობეები და სა თვალთვალო კოშკები, და თუ როგორ აისახება ისინი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ცხოვრება სა და ადამიანის უფლებებზე


ევროპ ული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან ვიზიტის შემდეგ პრეს ის წარმომადგენლებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლ ის მნიშვნელობას სტაბილურობის შენარჩუნება სა და ნდობის აღდგენაში