EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/08/2022 08:08:20
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36961/?year=2021&month=11
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 98-ე შეხვედრა ჩატარდა

05.03.2021
ერგნეთი, 5 მარტი 2021 წელი  2021 წლის 5 მარტს, ერგნეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანიკა სოდერის თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 98-ე შეხვედრა ჩატარდა. COVID-19-ის პანდემიის გამო, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ახლდა ჯანმრთელობის დაცვის ყველა საჭირო ზომა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა, ახალმა თანათავმჯდომარემ, ელჩმა სოდერმა  მონაწილეების მხრიდან მიღებული თბილი შეხვედრისთვის მადლიერების გამოხატვით გახსნა და ყველას ნაყოფიერი დისკუსია უსურვა. შემდეგ ორი თანათავმჯდომარე მიესალმა მონაწილეთა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაში მონაწილეობის მზაობას და შეაქეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ეფექტური გამოყენება პრობლემური საკითხების წამოჭრისა და გადასაჭრელად.

შემდგომ თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების გაღრმავებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზემოქმედებით და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დახურვით. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს დადებითად უპასუხონ მოწყვლადი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების საჭიროებებს.

დისკუსია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრის ფორმატში ჩატარდა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა განეხილათ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შედეგები, „ბორდერიზაციის“ პროცესი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და უსაფრთხოების მდგომარეობა ჩორჩანა-წნელისის რაიონში. დისკუსიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაკავებების შესაბამისი შემთხვევები და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. 

ყველა მონაწილე შეთანხმდა,  დიალოგის გაგრძელებაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების რეგულარული შეხვედრების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით.

მონაწილეები შეთანხმდნენ, შემდგომი შეხვედრის 2021 წლის 23 აპრილს ჩატარებაზე. 


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების 98-ე შეხვედრა ახლახან  დაიწყო ერგნეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკი შჩიგელის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ანიკა სოდერის თანათავმჯდომარეობით. 


COVID-19-ის პანდემიის გამო, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში თან ახლდა მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ჯანმრთელობის დაცვის ყველა  პრევენციული ზომა. 


მონაწილეებმა განიხილეს სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის საკითხები, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შედეგები, "ბორდერიზაცია", ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების მდგომარეობა და დაკავებების შემთხვევები.