EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
21/04/2024 21:04:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/36994/?year=2021&month=11
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 99-ე შეხვედრა შედგა

27.04.2021
ერგნეთი, 27 აპრილი 2021 წელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანიკა სოდერის თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 99-ე შეხვედრა ჩატარდა. COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა ჩატარდა ჯანმრთელობის დაცვის ყველა აუცილებელი ზომის თანხლებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის მიმართ მონაწილეთა თავდადება და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოახლოებული სააღდგომო დღესასწაულების გათვალისწინებით. ელჩმა შჩიგელმა მოუწოდა ჰუმანიტარული მიდგომისკენ ამ დღეების განმავლობაში და ადგილობრივი მოსახლების საჭიროებების შესაბამისი განსაკუთრებული ყურადღებისკენ. ელჩმა სოდერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოძებნონ გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების შესამცირებლად და ხაზი გაუსვა დიალოგისა და პრაგმატიზმის მნიშვნელობას.

ორმა თანათავმჯდომარემ გაითვალისწინა გადაადგილების თავისუფლებასა და მასთან დაკავშირებული პანდემიის ზომებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცვლილებები და მოუწოდა მონაწილეებს განაგრძონ გადაწყვეტილებების გამოყენება იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური ზემოქმედებით და გადაკვეთის პუნქტების მიმდინარე დაკეტვით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე შემდგომი დისკუსია შეეხო საკითხებს რომლებიც დაკავშირებულია სტაბილიზაციასთან და ნორმალიზაციასთან, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პროცესებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, დაკავებების შემთხვევებს და COVID-19-ის პანდემიის უფრო ფართო შედეგებს. როგორც ადრე, კონსულტაციებმა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ადგილზე ქალთა, მამაკაცთა, მოხუცთა, ბავშვთა და სხვა დაუცველი ჯგუფების უსაფრთხოების სპეციფიკური საჭიროებები.

ყველა მონაწილე დათანხმდა რომ სოფლის მეურნეობის მოახლოებული სეზონი საჭიროებს გაფართოებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით.

მონაწილეებმა გადაწყვიტეს შემდეგი შეხვედრის ჩატარება 2021 წლის 14 ივნისიდან დაწყებულ კვირაში.