EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
05/11/2024 04:11:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37019/?q=&year=2021&page=4
 
 უკან

აშშ კონგრესის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

03.06.2021
თბილისი, 3 ივნისი 2021 წელი – დღეს აშშ სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს სოფლების, ზემო ნიქოზის და ერგნეთის სიახლოვეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვივნენ. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა აშშ სენატორებს და შეუერთდა მათ ვიზიტისას, რა დროსაც გააცნო მათ საკუთარი მოსაზრება ადგილზე განვითარებული უკანასკნელი  მოვლენების შესახებ. 

დასაწყისში ზემო ნიქოზში და შემდგომ სოფელ ერგნეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა გააცნეს სენატორებს ადგილზე უსაფრთხოების ვითარება, გაამახვილეს რა ყურადღება  „ბორდერიზაციის“ ისეთ ქმედებებზე როგორებიცაა მავთულის ღობეები, სადამკვირვებლო პუნქტები, სამეთვალყურეო საშუალებები, ასევე უარყოფით გავლენაზე გადაადგილების თავისუფლების მხრივ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის სხვა უფლებებზე. 

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელმა დეტალურად გააცნო კონგრესის დელეგაციას ძალიან კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა COVID-19-ის პანდემიით. 

სენატორებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო დამკვირვებლის მუშაობა და მადლობა გადაუხადეს მისიას ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის.  

აშშ-ს უკანასკნელი მაღალი დონის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის საკითხებში, ჯორჯ კენტი ეწვია მისიის სათაო ოფისს და შეუერთდა გორის რეგიონალური ოფისის პატრულირებას. იხილეთ ქვემოთ:

https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6472/?year=2018&month=12