EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/08/2022 00:08:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37033/?year=2021&month=11
 
 უკან

ევროპული საგარეო ქმედებათა დირექტორი ბალფორტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია, ისაუბრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე და ესტუმრა ოძისს

15.06.2021
თბილისი, 2021 წლის 15 ივნისი— ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის საკითხების დირექტორი იოანეკე ბალფორტი დღეს ეწვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მე-100 შეხვედრის აღსანიშნავად, რომელსაც მისია თანათავმჯდომარებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, უმასპინძლა დირექტორ ბალფორტს თბილისში, მისიის სათაო ოფისში, ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უახლესი ვითარების გასაცნობად. 

ბრიფინგის შემდგომ ისინი გაემგზავრნენ ერგნეთში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სადაც დირექტორმა ბალფორტმა წარმოთქვა შესავალი სიტყვა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მე-100 შეხვედრის გახსნაზე, ეუთოს გენერალურ მდივან, ჰელგა მარია შმიდთან ერთად. 

სიტყვით გამოსვლის დროს, დირექტორმა ბალფორტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიოსა და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2008 წლიდან ადგილზე ყოფნით.
 
“მადლობა ჩვენს მისიას ადგილზე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ევროკავშირს შეაქვს წვლილი მშვიდობასა და სტაბილურობაში, და ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. ისეთი კონკრეტული საშუალებები როგორებიცაა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი არის კრიტიკული ნდობის აღდგენაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში, ადგილობრივი მოსახლების ინტერესებიდან გამომდინარე,“ ხაზი გაუსვა დირექტორმა ბალფორტმა.  

„ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აძლევს მონაწილეებს პლატფორმას ისეთი კონკრეტული ინციდენტების საკითხების წამოსაწევად როგორებიცაა დაკავებები, წყალზე წვდომის ადგილობრივი საკითხების განსახილველად და ზოგადად დაძაბულობის განსამუხტავად და ნდობის აღსადგენად. ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე და ეძებენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს,“ აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მსგავსი დიალოგის წახალისების აუცილებლობის ხაზგასმისას. 

შუადღის შემდეგ, დირექტორმა ბალფორტმა განაგრძო მისი საველე ვიზიტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ქეით ფიერონის თანხლებით, რომელთან ერთადაც მან მოინახულა ოძისი, მათ შორის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტი. 

იქ მან იხილა „ბორდერიზაციის“ ისეთი ძირითადი ნიშნები, როგორებიცაა - მავთულის ღობეები და სათვალთვალო პოსტები -  გაიგო თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს მსგავს „ბორდერიზაციას“ და გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტების დაკეტვას ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ შორის განათლებაზე, ჯანდაცვაზე, და მიწაზე წვდომის კუთხით. 

ინფორმაცია მისიის შესახებ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეიქმნა 2008 წელს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ. მას შემდეგ, მისიის დამკვირვებლები პატრულირებენ დღე და ღამე, 365 დღე წელიწადში - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე რაიონებში. მისია აკვირდება და აანალიზებს უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს ხაზების გასწვრივ, ასევე მათ გავლენას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე; მისი დასკვნები აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის პოლიტიკას. 

ამასთანავე მისია მუშაობს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაზე რამდენიმე საშუალების მეშვეობით, მათ შორის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ერგნეთში, რომლებიც ტარდება ზუსტად სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. 

ინციდენტების პრევენციის და მატზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ერგნეთში ტარდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ისინი შესაძლებლობას აძლევენ მონაწილეებს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ ინფორმაციის გასაცვლელად და უსაფრთხოების და პრაქტიკული ჰუმანიტარული საკითხების  განსახილველად. შეხვედრები შესაძლოა ხანდახან რთული იყოს, მაგრამ ისინი აღმოჩნდა სასარგებლო ნდობის აღდგენის და მონაწილეთა შორის თანამშრომლობის კუთხით. იხილეთ მეტი: www.eumm.eu                    

უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორატი პასუხისმგებელია ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ზოგადი წვლილის კოორდინაციასა და მართვაზე, რომელიც მიმართულია უსაფრთხოების გარე საფრთხეებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობაზე, კონკრეტულად ევროკავშირის ამბიციის დონის შესაბამისი პოლიტიკის და საშუალებების ჩამოყალიბების მხრივ და ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მეტად განვითარებისთვის.