EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 01:04:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37044/?year=2021&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.06.2021
23 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს შეხვდა. 

მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის ერგნეთში,  ინციდენტების პრევენციის დ მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, რომლებსაც მისია თანათავმჯდომარეობს. 

მინისტრმა გომელაურმა მადლობა გადაუხადა მისიას გაწეული მუშაობისა და ადგილზე ყოფნისთვის.