EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/10/2021 03:10:23
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37047/
 
 უკან

ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის დავალებით ეწვივნენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში.

26.06.2021
თბილისი, 2021 წლის 26 ივნისი – ავსტრიის, ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის, ბოგდან აურესკუ საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვივნენ დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს. ეს ვიზიტი ორგანიზებული იყო სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის დავალებით. 

ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა გააზიარა მისი ხედვა ადგილზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე. 


მან ასევე ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე „ბორდერიზაციის“ ისეთ ნიშნებს როგორებიცაა მავთულის ღობეები ან სათვალთვალო პუნქტები. დისკუსიამ შემდგომ ხაზი გაუსვა იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ გაართულა მათი ყოველდღიური გამოწვევები.  


მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს ვიზიტისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პირველი ხელიდან მიეღოთ ინფორმაცია ვითარების შესახებ და დადებითად შეაფასეს მისიის როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის გაზრდაში. 




წინაპირობა: 

25-26 ივნისს, ალექსანდერ შალენბერგი, ავსტრიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ბოგდან აურესკუ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს ჟოზეპ ბორელის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის დავალებით. 

უმაღლესი წარმომადგენლის სახელით ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს. ვიზიტი აჩვენებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ისე მათ შორის თანამშრომლობას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ჩათვლით. 

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ კონფლიქტებზე,  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური საგარეო საქმეთა საბჭოს (Gymnich) ბოლოდროინდელი დისკუსიის შემდეგ, ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის კონფლიქტების მოგვარების მდგრადი და ყოვლისმომცველი მცდელობებისაკენ მიმართულ გადაწყვეტილებას.   

იხილეთ მეტი: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/100571/south-caucasus-visit-foreign-affairs-ministers-austria-lithuania-and-romania-mandated-high_en