EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/10/2021 05:10:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37074/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს

18.08.2021
თბილისი, 2021 წლის 18 აგვისტო - დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.

შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა მინისტრს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და საქმიანობის, და  ასევე მუდმივად, თვალნათლად ადგილზე ყოფნის შესახებ. მათ ასევე განიხილეს  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო მიწების წვდომის და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. 

ორივე მხარემ განიხილა იუსტიციის სამინისტროს 2030 წლამდე მუშაობის ახლად წარმოდგენილი გეგმა, რომელიც მოიცავს საჯარო სერვისებზე წვდომას და კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის პანდემიის პირობებში გენდერული ძალადობის პრევენციას.

და ბოლოს, მინისტრმა ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა მისიის ხელმძღვანელს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს სტაბილურობის შენარჩუნებაში, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას.