EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2021 21:11:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37087/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა ჩატარდა

27.09.2021
ერგნეთი, 2021 წლის 27 სექტემბერი — ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა ჩატარდა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ანიკა სოდერის თანათავმჯდომარეობით. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენების განხილვისას, ორი თანათავმჯდომარე მიესალმა ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და დაკავების ყველა შემთვევაში ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოწოდება გააკეთეს. მათ ასევე დადებითად აღნიშნეს ზაფხულის განმავლობაში შემდგარი დადებითი თანამშრომლობა, განსაკუთრებით სარწყავის სეზონის დროს, რომელმაც გადაწყვიტა წყალზე წვდომასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.  

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს გავლენა, რომელიც აქვს გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებულ დაკეტვას და COVID-19-ის მიმდინარე პანდემიას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ოძისში გადაკვეთის პუნქტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის უკვე 2 წელზე მეტია დაკეტილია, გაიმეორეს გადაადგილების თავისუფლების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება COVID-19-ის შედეგების შემარბილებელი ადგილზე მოქმედი ადეკვატური ზომების გათვალისწინებით. 

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ბორდერიზაციის უკანასკნელი შემთხვევები, ისევე როგორც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენები.  განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ვითარებას ჩორჩანა-წნელისის რაიონში, უპილოტო და სხვა საფრენი აპარატების ფრენას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს. 

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გამოყენების გაგრძლებისკენ, ინფორმაციის გაცვლის, დისკუსიის და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის, დაძაბულობის შემცირების, ნდობის აღდგენის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. დაამატეს მათ, რომ დიალოგის გაგრძელება, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანია.

შეხვედრამ, რომელიც წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში ასევე საშუალება მისცა მონაწილეებს გააგრძელებინათ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შემდგომი განვითარება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, მათ შორის ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდისა და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების წინაშე არსებულ კონკრეტულ საკითხებსა და გამოწვევებზე ფოკუსირების გზით.

შედეგების შემარბილებელი ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, რათა მონაწილეები უსაფრთხოდ შეხვედროდნენ COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, მორიგი რეგულარული შეხვედრის ჩატარებაზე 2021 წლის 18 ნოემბერს.