EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2021 21:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37092/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანს ინგრიდ ბროცკოვას საველე ვიზიტზე გაუძღვა

12.10.2021

თბილისი, 2021 წლის 12 ოქტომბერი -  დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ინგრიდ ბროცკოვას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან საველე ვიზიტზე გაუძღვა .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების ხელმძღვანელი ბრაიან ელიე რიჩარდი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე ევა სუვარა მიესალმნენ სახელმწიფო მდივანს ოძისის რაიონში, სადაც მათ მიაწოდეს მას ინფორმაცია უშიშროებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე ბოლო მოვლენების შესახებ.

ოძისის გადაკვეთის პუნქტზე მათ კიდევ უფრო გაამახვილეს ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული თემები ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებული დაკეტვის და COVID-19 პანდემიის ფონზე აწყდებიან.

ვიზიტის დასასრულს, სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა მისიას ბრიფინგისთვის და სტაბილურობაში მუდმივი წვლილისთვის, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას.

ამჟამად მისიის რეგიონალუს ოფისებში დამკვირვებლის სახით რვა სლოვაკეთის მოქალაქე  მსახურობს.