EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/04/2024 22:04:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37179/
 
 უკან

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პეტერ ჰულტკვისტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს

07.04.2022
თბილისი, 2022 წლის 7 აპრილი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დღეს უმასპინძლა შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პეტერ ჰულტკვისტს. 

მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა, თავდაცვის მინისტრ ჰულტკვისტს მიაწოდა ინფორმაცია, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით, ხურვალეთის რაიონში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე. 

გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში, მან ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და მისი ისეთი აქტივობები და მახასიათებლები როგორებიც არის ღობეები და სათვალთვალო კოშკურები, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის და გამოწვევებზე, რომლებსაც ის ქმნის განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საკუთრებაზე და რელიგიურ ადგილებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. 

ვიზიტის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა ჰულტკვისტმა მადლობა გადაუხადა მისიას, სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ სადამკვირვებლო წარმომადგენლობას.