EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/02/2023 12:02:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37182/?year=2022&month=9
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 106-ე შეხვედრა გაიმართა

12.04.2022
ერგნეთი, 2022 წლის 12 აპრილი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 106-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოახლოებული სააღდგომო პერიოდის გათვალისწინებით. ელჩმა შჩიგელმა გააკეთა მოწოდება ამ დღეების განმავლობაში ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ და ითხოვა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებზე, მათ შორის რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე წვდომაზე. ელჩმა მოშანუმ მოუწოდა ყველა მონაწილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების შესამცირებლად საჭირო გადაწყვეტილებების პოვნისკენ და ხაზი გაუსვა დიალოგისა და პრაგმატიზმის მნიშვნელობას.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ის გავლენა, რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული გადაკვეთის პუნქტების გაჭიანურებულ დახურვას კვლავ აქვს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოძისის გადაკვეთის პუნქტი ორ წელიწადნახევარზე მეტია დაკეტილია რეგულარული მოძრაობისთვის,  გაიმეორეს მოწოდება მისი ფუნქციონირების განახლების შესახებ. მეტიც, თანათავმჯდომარეებმა გამოხატეს შეშფოთება მიმდინარე დაკავებების შემთხვევების სიმრავლის გამო და მოითხოვეს ჰუმანიტარული მიდგომა მათი გადაწყვეტის მიმართ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დისკუსიები ასევე ეხებოდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების მხრივ განვითარებულ უახლეს მოვლენებს, მათ შორის „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს და ჩორჩანა-წნელისის საკითხს. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ მოახლოებული სასოფლო-სამეურნეო სეზონი საჭიროებს გაძლიერებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, აპრილის ბოლოს, სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული ტექნიკური შეხვედრის გამართვაზე.

მონაწილეები შეთანხმდნენ მორიგი შეხვედრის 7 ივნისს ჩატარებაზე.