EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2022 17:10:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37189/?year=2022&month=6
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბ-ნი ზვიად მჭედლიშვილი, „მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის“ 2020 წლის გამარჯვებულად გამოაცხადა

03.05.2022
თბილისი, 2022 წლის 3 მაისი - დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა ბ-ნ ზვიად მჭედლიშვილს Newscaucasus.com-დან. მან მოიპოვა პრიზი დოკუმენტური ფილმისთვის „არასოდეს უკითხავთ/არ გვეკითხებიან“, „Never been asked/Never are“ რომელიც ასახავს 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შემდეგ დაბადებული ექვსი ახალგაზრდის ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

პრიზი ბ-ნ მჭედლიშვილს შესაძლებლობას მისცემს გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში, ლონდონში.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის 2021 წლის გამარჯვებული: ბ-ნი ზვიად მჭედლიშვილი, newscaucasus.com


შერიგება

„ამ ჯილდოს მეშვეობით ჩვენ გვინდა წავახალისოთ როგორც მაღალი პროფესიული სტანდარტებით კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება, ისე  ჟურნალისტიკა, რომელიც აგებს კავშირებს დაყოფილ თემებს შორის - ამით ხელს უწყობს შერიგებას და კონფლიქტის მოგვარებას“, - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა. "ბ-ონ ზვიად მჭედლიშვილის დოკუმენტური ფილმი აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს დღემდე, 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტები ახალგაზრდების ცხოვრებაზე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. უკეთესი მომავლის მათი საერთო სურვილი არის ის, რამაც შეიძლება კონფლიქტის დარეგულირება მოაახლოოს“.

გამარჯვებულის გარდა, შემდეგმა ჟურნალისტებმა მიიღეს საპატიო ჯილდოები მათი შესანიშნავი ნამუშევრებისთვის:

ქ-ნი ოქტიაბრინა წიქორიძე  Radio WW-დან მისი პოსტისთვის „დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ“ “I want to talk about Dina” 
ბ-ნი სულიკო წიწიკაშვილი მედია პლატფორმიდან Qartli.ge მისი სტატიისთვის „ახალგორელები ძველი და ახალი გზების ძიებაში“  “People from Akhalgori Exploring Old and New Ways”
ქ-ნი. მარიამ ჯაჭვაძე Chai Khana Media/Current Time TV-დან მისი დოკუმენტური ფილმისთვის „ცხოვრება ომის შემდეგ“  “Life after War” 


საპატიო აღნიშვნა: ქ-ნი ოქტიაბრინა წიქორიძე, Radio WW


საპატიო აღნიშვნა: ბ-ნი სულიკო წიწიკაშვილი, მედია პლატფორმa Qartli.ge


საპატიო აღნიშვნა: ქ-ნი მარიამ ჯაჭვაძე, Chai Khana Media/Current Time TV

მე-9 გამოცემა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზი წარმოადგენს, ერთ ერთს ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის EU Prize for Journalism in Georgia, იმ შვიდი კატეგორიიდან, რომელთა ორგანიზებასაც ყოველწლიურად ახდენს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში Delegation of the European Union to Georgia. 2013 წელს დაფუძნებიდან, ეს არის ზედიზედ მეცხრე ჯილდო. პრიზი გადაეცემა ეთიკური, დამოუკიდებელი, და კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტური ნამუშევრისთვის. ეს ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და მშვიდობას თემებს შორის, რაც წარმოადგენს მისიის მანდატის შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს. 
გასულ წლებში გამარჯვებულები:

2013       ოლესია ვართანიანი
2014       გოგიტა აფციაური
2015       ნინო ჩიფჩიური
2016       გვანცა დოლუაშვილი
2017       ნინო გოგუა
2018       ნიკა გაბლიშვილი
2019       მამუკა ყუფარაძე
2020       ქეთევან მაღრაძე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსებული პრიზის ორგანიზებულია ლონდონში არსებული   ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. 

დაჯილდოების ცერემონიის შემდგომი გაშუქება  იხილეთ ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიის  სოციალური მედიის ანგარიშებზე: Facebook, Twitter and Instagram.