EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
06/12/2022 19:12:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37206/
 
 უკან

ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან პატრულირებისას

09.06.2022
თბილისი, 2022 წლის 9 ივნისი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დღეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროკავშირის მისიების 14 ხელმძღვანელისგან შემდგარ დელეგაციას საქართველოში. 

მისიის ხელმძღვანელი ვიზიტორებს ჯერ მცხეთის რეგიონალურ ოფისში შეხვდა, სადაც მიაწოდა მათ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. დელეგაცია შემდგომ გაემგზავრა ოძისში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ის უარყოფითი შედეგები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე აქვს გადაკვეთის პუნქტების რეგულარული კვეთისათვის ორ წელიწად ნახევარზე მეტი ხნით დაკეტვას. 

დღის მეორე ნახევარში დელეგაცია ეწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ხურვალეთში, სადაც სტუმრებმა მეტი გაიგეს ზოგად ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებზე. დასასრულს, სოფლებში, პატარა ხურვალეთი და დიდი ხურვალეთი, ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა, მიაწოდეს დელეგაციას ინფორმაცია ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, „ბორდერიზაციის“ ადგილობრივი მოსახელობის გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე უარყოფითი გავლენის ხაზგასმით. 

ვიზიტის ბოლოს, მონაწილეებმა გამოხატეს მათი მადლიერება ინფორმაციული ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტაბილურობაში შეტანილი წვილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.