EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/12/2022 16:12:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37229/?year=2022&month=7
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ვიზიტისას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უმასპინძლა

21.07.2022
თბილისი, 2022 წლის 21 ივლისი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, ბ-ნ დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.

მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები. დელეგაცია  შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.