EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 00:04:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37232/?year=2022&month=6
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მის აღმატებულება აბდულა შაჰიდს საველე ვიზიტისას უმასპინძლა

25.07.2022
თბილისი, 2022 წლის 25 ივლისი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საველე ვიზიტისას უმასპინძლა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულება აბდულა შაჰიდს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შეხვდა ბ-ნ შაჰიდს ოძისის რაიონში და მიაწოდა მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. შემდგომ მან ხაზგასმით აღნიშნა გამოწვევები, რომლებიც დგას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის ფონზე. 

ვიზიტის დასრულებისას, ბ-ნ შაჰიდმა მადლობა გადაუხადა მისიას მოწოდებული ინფორმაციის და მისი, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სტაბილურობაში შეტანილი უწყვეტი წვლილისთვის.