EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/12/2024 23:12:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37278/?year=2022&month=12
 
 უკან

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი ანიკენ ჰუიტფელდი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია.

17.10.2022
თბილისი, 17 ოქტომბერი 2022  წელი — ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ანიკენ ჰუიტფელდტმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ხურვალეთის რაიონში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთები მოინახულა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და მიაწოდა თავისი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ.

ჯერ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციაზე“ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებზე მის უარყოფით გავლენაზე. 

დისკუსია შემდგომ შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი, ოძისი და ქარძმანი, ახლა ღიაა 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს არაერთგზის მოწოდებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ.

ვიზიტის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.