EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/12/2024 12:12:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37311/?year=2022&month=7
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად ხსნის ახალ სათაო ოფისს 2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს

15.12.2022
15 დეკემბერს, 2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად გახსნა ახალი სათაო ოფისი თბილისში. ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტორი ტიბორ კოზმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ბ-ნი შარლ ფრიესი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი ლაშა დარსალია. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისის ოფიციალური გახსნა

ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაემშვიდობა თბილისის სათაო ოფისის შენობას კრწანისში. 14 წლის შემდეგ მისიის სათაო ოფისი გადავიდა ახალ შენობაში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64ა ნომერში, სადაც ასევე მდებარეობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ დოქტორ ტიბორ კოზმას, გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას მონაწილეობით ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. შენობის შესასვლელთან, მათ ერთად გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახელწოდების შემცველი აბრა. 

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დოქტორმა ტიბორ კოზმამ განაცხადა: „ახალ შენობაში გადასვლა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად აჩვენებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დამკვირვებლები განაგრძობენ დღისით და ღამით პატრულირებას, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების დასახმარებლად.“ 

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ბ-ნმა შარლ ფრიესმა აღნიშნა: „მოხარული ვარ, ოფიციალურად გავხსნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისი რომელიც ახლა მდებარეობს იმავე შენობაში სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე ძალიან კარგ თანამშრომლობას მისიასა და წარმომადგენლობას შორის და წარმოაჩენს ევროკავშირის მზარდ ინტეგრირებულ მიდგომას“.





მანდატის გახანგრძლივება

25 ნოემბერს ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა - 2024 წლის 14 დეკემბრამდე.

მისია კვლავ რჩება საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ერთგული.  მისიის მოქმედების ყველა მიმართულება და პერსონალის დონე უცვლელი დარჩება. 

ახალი მანდატი საშუალებას აძლევს მისიას უკეთ მოერგოს მიმდინარე გამოწვევებს. მისია კიდევ უფრო გააძლიერებს სადამკვირვებლო, ანგარიშგების და ანალიტიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ყურადღებას ისეთ სფეროებზე, როგორიცაა კონფლიქტების ზემოქმედების მქონე კულტურული მემკვიდრეობა და კიბერუსაფრთხოება. გარემოსდაცვითი საკითხების მრჩევლის ახლად შექმნილი თანამდებობის საქმიანობა მიზნად ისახავს კლიმატსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. 

საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა ტიბორ კოზმამ განაცხადა: „ჩვენი მანდატის გახანგრძლივება გვიჩვენებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მტკიცე ერთგულებას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის მიმართ. 2023 წლის ოქტომბერში მისია აღნიშნავს საქართველოში ყოფნის 15 წელს, შესაბამისად ეს არის გრძელვადიანი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს.  ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავრჩეთ მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა საქართველოში, ვართ ჩვენი მანდატის განხორციელების სრულიად ერთგულნი“.


წინაპირობა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო მისია. იგი გაიშალა 2008 წლის ოქტომბერში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა საქართველოში განლაგების 14 წელი, დღე და ღამე, წელიწადში 365 დღე პატრულირების პარალელურად. 
მისიას ამჟამად ჰყავს 330-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ სამ რეგიონალურ ოფისში ზუგდიდში, გორსა და თბილისში, ასევე სათაო ოფისში თბილისში. ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, 25 წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების მიერ.  

მისიის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • საომარი მოქმედებების განუახლებლობის უზრუნველყოფა;
  • Facilitating the restoration of safe and normal life of the local population living on both sides of the administrative border line with Abkhazia and South Ossetia; 
  • restoration of trust between the parties to the conflict;
  • Informing EU policy-making structures in Georgia and the wider region