პრეს რელიზები

ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა

31.01.2023
ევროკავშირის საბჭომ დღეს ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.

ელჩი კარაბალისი ამჟამად იკავებს რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობას საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად მისი მანდატი 2023 წლის 1 თებერვლიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ელჩ კარაბალისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკის და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. 

Follow us on social media