პრეს რელიზები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

11.04.2023

თბილისი, 11 აპრილი 2023 წელი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს ოძისის მახლობლად, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას უმასპინძლა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის. საგარეო საქმეთა მინისტრ ოსმანის თან ახლდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ.  

ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს დელეგაციას ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით  მათ ხაზი გაუსვეს ‘ბორდერიზაციის’ საქმიანობის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვის უარყოფით გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. მათ განმარტეს, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის მოახლოებულ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების უწყვეტი ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.  

საგარეო მინისტრმა ოსმანიმ გამოიყენა შესაძლებლობა და მადლიერება გამოხატა მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მიმართ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

Follow us on social media