EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/05/2024 09:05:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37466/?year=2023&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კენტერბერის არქიეპისკოპოსს ხურვალეთში პატრულირებისას უმასპინძლა

04.10.2023
კენტერბერის არქიეპისკოპოსი, უწმინდესი და უკეთილშობილესი ჯასტინ ველბი დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ხურვალეთის რაიონში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს და ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა, რა დროსაც ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მისი ხედვა გააცნო.  

ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შემდეგ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ყოვედღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო.

ვიზიტის ბოლოს არქიეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება ინფორმაციულად დახუნძლული ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართელოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილის გამო.