EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
31/10/2024 14:10:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37473/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიაწოდა ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს.

07.11.2023
დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა ტიბორ კოზმამ მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატთა დელეგაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დირკ შუბელის ხელმძღვანელობით. დოქტორმა კოზმამ მიაწოდა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია გუშინდელი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით იყო მოკლული. 

მან განმარტა, რომ გუშინ საღამოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის საგანგებო შეხვედრის ჩატარებას, რომელზეც მისიამ მტკიცედ მოუწოდა დაკავებული ბ-ნ ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაზარდა სადამკვირვებლო წარმომადგენლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ და აგრძელებს ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და ესკალაციის თავიდან აცილებას.

რეგულარული ვიზიტები ჩვენი მისიის ფუნდამენტური ნაწილია, ადგილზე უსაფრთხოების ვითარების გაგების გაუმჯობესების და ევროკავშირის მხრიდან საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობისადმი გრძელვადიანი ერთგულების კუთხით.  სტუმართა დელეგაციამ თანაგრძნობა გამოთქვა დაღუპულის გამო და მკაცრად დაგმო ძალის გამოყენება.