EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
31/10/2024 14:10:42
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37480/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასმინძლა ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაციას აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას

16.11.2023
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მიესალმა ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საბჭოს პრეზიდენტი ქ-ნი კლაუდია არპა, აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას.

ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში ვიზიტის დაწყებისთანავე, დელეგაციამ მიიღო ყოვლისმომცველი განახლებული ინფორმაცია აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. შემდგომში, სტუმრები გაემართნენ ნაბაკევი-ხურჩას ყოფილ გადაკვეთის პუნქტთან, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს სტუმრებს ინფორმაცია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ცხოვრებასა და საარსებო წყაროეზე გადაკვეთის პუნქტის დახურვის უარყოფითი გავლენის შესახებ. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაცია გაემართა მოქმედი ენგურის ხიდის გადაკვეთის პუნქტამდე, სადაც უშუალოდ დააკვირდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების- ქალებისა და მამაკაცების- მუშაობისთვის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მუშაობის მიმართ. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 3 ავსტრიელი დამკვირვებელი მსახურობს.