EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/07/2024 18:07:28
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37523/?year=2024&month=5
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში მისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

06.04.2024
თბილისი 6 აპრილი, 2024 წელი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, ბეტინა პატრისია ბუგანი დღეს თბილისში ჩამოვიდა რათა შეუდგეს მისი მოვალების შესრულებას.  

“მე მოხარული ვარ, მქონდეს პატივი დავიწყო ჩემი საქმიანობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. ჩემი პროფესიული კარიერის 35-ზე მეტი წლის განმავლობაში მამოძრავებდა უსაფრთხოების, მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ერთგულება. პატივი იქნება 300-ზე მეტი მოწადინებული თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის გაძღოლა, რომლებსაც 24/7 მათი მტკიცე შრომით წვლილი შეაქვთ საქართველოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ხელძღვანელობა დაეხმარება მათ ამ მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას და თემებს შორის ნდობის აღდგენას", განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩამოსვლისას.

მისიის ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის 26 მარტს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 2024 წლის 1 აპრილს. 

ის არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი და აქვს დიდი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მას ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში/ფრანგულ ჟანდარმერიაში.  

მანამდე იგი ჩართული იყო სამშვიდობო საქმიანობაში, სენსიტიურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, რომელთა შორისაც იყო რა პოლიციის კომისარი MINUSMA-ში (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).