EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/07/2024 14:07:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37526/?year=2024&month=5
 
 უკან

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის მიმართ

11.04.2024
თბილისი, 11 აპრილი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC). პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მდგომარეობის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მათ განმარტეს, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ‘ბორდერიზაციას’ და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.



ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის დახვედრის შემდეგ, მისიის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ქ-მა ბეტინა პატრისია ბუგანიმ განაცხადა: „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ღრმად მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 300-ზე მეტი თანამშრომელისაგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობის პატივისთვის. ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ საომარი ქმედებების განუახლებლობა და ხელი შევუწყოთ დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენას.”


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ქ-მა ბუგანიმ დასძინა: „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უსაფრთხოების ვითარების პირადად ნახვას, რადგან ეს მათ უშუალოდ აძლევს შესაძლებლობას ადგილზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს გაეცნონ. ეს უმნიშვნელოვანესს როლს ითამაშებს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის ძალისხმევების მხარდამჭერი ევროკავშირის გადაწყვეტილებების შემუშავებისას“.


ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი შედგება ბრიუსელში მოღვაწე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან. ის უზრუნველყოფს იმ სფეროების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, რომელსაც მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), და ასევე ამზადებს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებს.